ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დაბარებულ პირთა არგამოცხადების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ თვალებში ჩახედონ იმ პირებს, რომლებიც მათი ქმედებების გამო გაუბედურდნენ.
„ცალკე ტრაგიკული ამბავია ის, რომ ამ ადამიანებს დღესაც არ ჰყოფნით გამბედაობა, თვალებში ჩახედონ იმ პირებს, რომლებიც სწორედ მათი ქმედებების გამო იყვნენ გაუბედურებულები, გამწარებულები და რეპრესირებულები. ბოდიში მაინც მოუხადონ მათაც და საზოგადოებას იმისთვის, რაც დაატრიალეს. ფაქტი ერთია - ვერ ბედავენ, ვერ მოდიან დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე. თუ თვლიან რომ მართლები არიან და რაღაც არგუმენტები არსებობს მათ საკეთილდღეოდ, ეს არგუმენტები მაინც გააჟღერონ?! ეს ყველეფერი მიანიშნებს, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი და ვფიქრობ, მათთვის უხერხულობის შემქმნელია იმ ადამიანებთან გარკვეული კომუნიკაცია და თვალებში ჩახედვა, რომლებიც მათი ხელით და მათი დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში იყვნენე უბედურების მსხვერპლები“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა. მას ბრალი გუშინ წარედგინა.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479
თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს
1750185079