1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ცვლილებები ემსახურება იმას, რომ არ დარჩეს სივრცე იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, იმავე ჯგუფის მიერ, იმავე არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.
მისი თქმით, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ეფექტიანი ათვისება.
„ცვლილებები პირველყოვლისა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ეფექტიანი ათვისება. ეს თავის მხრივ კავშირშია იმასთან, რომ არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ე.წ. მემკვიდრე პარტიის შექმნას. არ დარჩეს სივრცე იმისათვის, რომ მანიპულაციურად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის გზით იმავე ჯგუფის მიერ, იმავე არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია და უკვე ამ პარტიის მეშვეობით არ გაგრძელდეს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს.