„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.
„ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არ უშვებს შესაძლებლობას ხელიდან და ცდილობს, რომ ამ უკიდურესად ტურბულენტურ, დაძაბულ გარემოში და ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული და ის საფრთხეები, რომლებიც დღეს არის მაქსიმალურად განეიტრალებული ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, პირიქით, გამძაფრდეს და სერიოზულ რისკებად იქცეს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში სუს-მა განცხადებების არაერთი ავტორი უკვე გამოკითხა.
დღეს გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი იმყოფებოდა.