„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განლაგება დაიწყო - მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ კვანძში, რომელზეც ნედლი ნავთობის გლობალური გადაზიდვების დაახლოებით ერთი მეხუთედი მოდის.
წყაროების ცნობით, დანაღმვის პროცესი ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი არ არის, ბოლო დღეებში განთავსებული ნაღმების რაოდენობა კი რამდენიმე ათეულს შეადგენს.
თუმცა, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი კვლავინდებურად ფლობს თავისი მცირე ზომის კატარღებისა და ნაღმდამგები გემების 80-90%-ს, რაც საშუალებას აძლევთ, საჭიროების შემთხვევაში, საზღვაო გზაზე ასობით ნაღმი განათავსონ.