ტიერი მარიანი: მე ორბანის გვერდით ვდგავარ, ჩვენ გვსურს ევროკავშირი, რომელიც ერებს პატივს სცემს, ევროპამ უნდა ისწავლოს და პატივი სცეს მრავალფეროვნებას, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი აზრების მრავალფეროვნებას

ტიერი მარიანი

როდესაც წავიკითხე გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ 9 ნოემბერი ძალიან კარგი დღეა მშვიდობიანი რევოლუციისთვის, ანუ როდესაც ბერლინის კედელი ჩამოიშალა ევროპის შუაგულში იმ დღეს. ფაქტობრივად რევოლუციისკენ იყო მოწოდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მახსოვს შვედეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ დრო არის აგვიდეთ ქუჩაში, დემონსტრაცია ჩავატაროთ და მოვახდინოთ კიდევ ერთი მაიდანი. ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ ევროპულ პარლამენტში ყველა ევროპელები ვართ, მე ვარ ევროპელი და მხარს ვუჭერ ევროპას, როგორც ყველა საქართველოს წარმომადგენელი. არის ორი ევროპა ერთი, რომელსაც უნდა ყველაფერი დაარეგულიროს, და მეორე, რომელსაც უნდა, რომ ყველა ადამიანი იყოს ერთი და იგივე, თითქოს კლონირებული, მაგალითად პორტუგალიელი იყოს ესტონელის მსგავსი და ბერძენი პოლონელის ადგილზე აღმოჩნდეს.

მე ორბანის გვერდით ვდგავარ, ჩვენ გვსურს ევროკავშირი, რომელიც ერებს პატივს სცემს. ზოგჯერ არჩევნების შედეგები არ არის ის, რაზეც ოცნებობენ ევროპელი კომისიის წევრები, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ქვეყნის გადაწყვეტილებას. თუ ვიქტორ ორბანი კვლავ აირჩიეს ოთხჯერ, შეიძლება ბევრი ადამიანი ამას არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ეს არის უნგრელი ხალხის ხმა და იგივე ხდება თქვენს ქვეყანაშიც.

ევროპამ უნდა ისწავლოს და პატივი სცეს მრავალფეროვნებას, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი აზრების მრავალფეროვნებას“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.