The Wall Street Journal: აშშ-ისა და ჩინეთის მხრიდან საწევრო გადასახადების გაჭიანურების გამო, გაერო ფინანსური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა

გაერო

აშშ-ისა და ჩინეთის მხრიდან საწევრო გადასახადების გაჭიანურების გამო, გაერო ფინანსური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის ბიუჯეტის 42% სწორედ პეკინსა და ვაშინგტონზე მოდის, არსებული მონაცემებით, კი შტატებს გაეროს მიმართ 4 მილიარდი დოლარის დავალიანება აქვს, ხოლო ჩინეთს - 850 მილიონი დოლარი.

დაფინანსების მწვავე დეფიციტის გამო, ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ხარჯების მასშტაბური შემცირება: იხურება ოფისები, უქმდება სამდივნოს, დაახლოებით, 3 000 თანამდებობა, ასევე, იკვეცება მთარგმნელობითი მომსახურებისა და სამშვიდობო ოპერაციების ბიუჯეტი. გარდა ამისა, გაერო აჩქარებს კონტინგენტის გაყვანას ცალკეული რეგიონებიდან.