The Financial Times: უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სიმცირეს განიცდის, რადგან პენტაგონი მომარაგებას ანელებს

ნკ

 უკრაინა ცდილობს თავი აარიდოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მწვავე უკმარისობას, რადგან აშშ მათ მომარაგებას ანელებს, ხოლო რუსეთი საჰაერო დარტყმებს ზრდის. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ვითარება გამწვავდა იმის გამო, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო ელემენტებს არარეგულარულად და მცირე მოცულობით აწვდიდა.

როგორც The Financial Times-ი წერს, ჩინოვნიკები და ანალიტიკოსები აფრთხილებდნენ ამერიკულ მხარეს, რომ, თუ მოსკოვი ესკალაციას გააგრძელებს, ან სარაკეტო დარტყმების ინტენსივობას გაზრდის, უკრაინის საჰაერო დაცვის ქვედანაყოფებში სისტემების დეფიციტი შეიქმნება.

„როდის ამოიწურება საბრძოლო მასალა - ეს დროის ამბავია“, - განაცხადა წყარომ, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგების საქმეს იცნობს.