იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სეგმენტზე. უმაღლეს სასწავლებლებზე სახელმწიფო როცა ფულს ხარჯავს, უნდა იცოდეს, ეს რა ეფექტის მომტანია. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება ამ ყველაფრის ოპტიმიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
შარმანაშვილი თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ამბობს, რომ იქნება სერიოზული, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი.
„ვთქვათ, საქართველოში 150 ინჟინერი გვჭირდება. არ უნდა შეიქმნას ისეთი ხელოვნური ვითარება, რომ 700 ინჟინერი გამოვუშვათ და დავაფინანსოთ მაშინ, როცა ვიცით, რომ ამ სფეროში 150 კაცზე მეტს ვერ დავასაქმებთ. ოპტიმიზაცია და სპეციალობების გადანაწილება ამიტომ მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება. ეს ყველაფერი სხვა ბაზრისთვისაც რომ არსებობს, მე უნდა დავაფინანსო? ასე ხომ არ უნდა განსაზღვრო ის ფული, რომელიც თქვენი ბიუჯეტიდან მიდის? ყველაფერი უნდა განვსაზღვროთ იმის მიხედვით, ჩვენ რა გვჭირდება. ტექნიკურ საკითხებზე ჩაბარების მსურველთა დონე ძალიან დაბალია. საინჟინრო და სხვა განათლების მისაღებად თითქმის არავინ მიდის. აქაც გარკვეული პოლიტიკა იქნება განსახორციელებელი. თბილისის დონეზე, ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში უფრო მოსახერხებელი და ადვილად დასაგეგმი იქნება. რამდენადაც ვიცი, ისეთივე მექანიზმები იქნება, როგორც წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, უცხოეთში. მე უნივერსიტეტელი ვარ, თავის დროზე, ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტს გამოეყო, ახლა ისევ ერთად იქნებიან და თან სერიოზული, საერთაშორისო დონის ტექნიკური უნივერსიტეტი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.