ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებულია ინვესტორების თვალში, ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ევრობონდები. გარდა ამისა, ენდობიან ჩვენს ეკონომიკას - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

"ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებულია ინვესტორების თვალში, ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ევრობონდები. გარდა ამისა, ენდობიან ჩვენს ეკონომიკას," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"ჩვენ, ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, თვეების განმავლობაში, საერთაშორისო ინვესტორებთან არაერთ შეხვედრაში ვმონაწილეობდით. ვხედავდით ძალიან მაღალ ინტერესს, მაგრამ რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მაღალი ინტერესი აღმოჩნდა ჩვენი სამთავრობო ობლიგაციების მიმართ. პრაქტიკულად, 5-ნახევარჯერ აჭარბებდა შეთავაზებას ინტერესი. 100-ზედ მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში. ეს ცალსახად ნიშნავს ერთ რამეს, ხედავენ, რომ რისკები არის შემცირებული და ეს კუპონის პროცენტშიც აისახა. ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებულია ინვესტორების თვალში, ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ევრობონდები. გარდა ამისა, ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ეკონომიკურ განვითარებას, სამთავრობო პოლიტიკას," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევრო ობლიგაციები განათავსა. ქართულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5 ნახევარჯერ მეტია. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.