თენგიზ შარმანაშვილი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შესახებ: ​პოლიტიკურ შეფასებებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, 100 წელიც რომ გავიდეს, იმის შეფასება მაშინაც აქტუალური იქნება

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკურ შეფასებებს არანაირი ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, როცა ასეთი მასშტაბის დანაშაულებრივ საქმიანობაზე არის ლაპარაკი, 100 წელიც რომ გავიდეს, იმის შეფასება მაშინაც აქტუალური იქნება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ასეთი მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„ამიტომ, ასეთი გლობალური შეფასება აქამდე არ მომხდარა (ცალკეული ეპიზოდების კი). ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს არის აუცილებელი საქართველოს მომავლისათვის“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელად თეა წულუკიანი, მდივნად კი სოზარ სუბარი აირჩიეს.