თენგიზ შარმანაშვილი: ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ასე, რომ ალბათ ამ თემაზე დისკუსია უნდა დაიხუროს

თენგიზ შარმანაშვილი

ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე, რომ ალბათ ამ თემაზე დისკუსია უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თუ დაასახელებს, მათ კანდიდატის დასახელება გაუმარტივდებათ, რაზეც შარმანაშვილმა უპასუხა:

„დაასახელონ გამარტივებულად კანდიდატი და შემდეგ ამ კანდიდატზე ყველამ ერთად ვიცინოთ“.