კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ ამ ხალხისგან არაფერი სერიოზული არ გამოდნება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა, დუმს - მის სოციალურ ქსელში მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა.
„მისი [გახარიას] რესურსი არის ნულის ტოლი. თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის იმის ნახევარი აიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში, რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებს აიღებს. ყველამ დაინახა, რომ ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი ციდან მოტანილი ნარატივებით კვებავდნენ თავის ამომრჩევლებს. შემდეგ დაჰპირდნენ [ამომრჩეველს], რომ პარლამენტში სერიოზულად იფუნქციონირებდნენ და ერთი წელი საერთოდ არ მოგვაკითხეს აქ. არც იმას შეუერთდნენ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო, მერე თითქოს შემოვიდნენ. სიები არ ჩახსნეს და იმდენი ქნეს, რომ ლიდერები არ შემოვიდნენ პარლამენტში. ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ ამ ხალხისგან არაფერი სერიოზული არ გამოდნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.