რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წუთში ეძებენ, როგორ დააზიანონ ხანგრძლივ პერსპექტივაში საქართველოს ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი, როგორ გაუტეხონ სახელი ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა იმ ადამიანებზე საუბრისას, რომელთა რომელთა ინფორმაციას BBC დაეყრდნო. აღნიშნულმა პირებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების კითხვებს უპასუხეს.
„ესენი არიან ჩვეულებრივი ყალბი ადამიანები, მაგრამ როგორც კი სამართალთან აქვთ საქმე და მიხვდებიან, რომ ისეთ ორგანოსთან აქვთ ურთიერთობა, სადაც ყალბი ჩვენების მიცემა მათ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, მერე უკვე აქედან გამოსავლის ძიებას იწყებენ. ალბათ, მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ბოლო, მეხუთე რევოლუცია წარმატებული იქნებოდა და სხვა მეთოდოლოგიას ჯერჯერობით არ იყენებდნენ. შემდეგ როდესაც ესეც კრახით დაუმთავრდათ, ახლა მოიგონეს ახალი პრობლემა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წუთში ეძებენ, როგორ დააზიანონ ხანგრძლივ პერსპექტივაში საქართველოს ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი, როგორ გაუტეხონ სახელი ქართულ სახელმწიფოს. ეს ხომ მარტო მმართველ პარტიაზე არ აისახება?! ეს სახელმწიფოზე აისახება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს. მათი თქმით, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების კითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, რომელთა ინფორმაციას და კვლევას BBC დაეყრდნო.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.