როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
დანიის ფოსტა წერილების გაგზავნას 2026 წლიდან შეწყვეტს - ბოლო ქაღალდის წერილი ქვეყანაში დეკემბრის ბოლოს ჩაბარდება. ახალი წლიდან დანიაში დარჩენილი საფოსტო ყუთები დემონტაჟს დაექვემდებარება. თუმცა, ქვეყანაში გაგზავნილი კორესპონდენციის მოცულობა 2000 წლის შემდეგ ისედაც თითქმის 90%-ით შემცირდა.
დანიის საფოსტო სამსახური NordPost-ი ფოკუსირებას ამანათების გაგზავნაზე აპირებს, რათა ქვეყნის შიგნით ყველა კონკურენტს გაუსწროს. საჭიროების შემთხვევაში, ქაღალდის წერილის ან ღია ბარათის გაგზავნა შესაძლებელი იქნება, მაგრამ უკვე სხვა კომპანიების დახმარებით.
დანია პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო გახდა.