ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები
1780669353
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ რეგიონს ადგილობრივი ახალგაზრდების თვალით შეხედონ.
"თითოეული ასეთი შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონს შევხედოთ ადგილობრივი ახალგაზრდების თვალით. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭას, ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ სწორედ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ ეს პოტენციალი როგორ ვაქციოთ მათ შესაძლებლობად,"- განაცხადა თიკანაშვილმა.