ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, დღეს, პლენარულ სხდომაზე შუალედური ანგარიში წარადგინა.
თეა წულუკიანმა კომისიის საქმიანობა შეაჯამა და პარლამენტს ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა. აქცენტი გაკეთდა იმ ექვს საკითხზე, რაზეც კომისია მუშაობს. ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, ძალადობა და უფლებების შელახვის ფაქტები, 2012-25 წლებში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მედიის თავისუფლება, ბიზნესის რეკეტი და კორუფცია.
"როგორც უკვე იკვეთება, კომისიის დასკვნა იქნება უმძიმესი. უმძიმესი თავისი შეფასებებით, რომლებიც გაკეთდება ექვსივე თემაზე. ეს გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომი, ეს გახლავთ ძალადობა და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ასევე მათ მიღმა. ასევე, 2012-2025 წლებში, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მავნე, დამაზიანებელი ქმედებები. პირველ რიგში, მისი საგარეო გეოპოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და ასევე, სანქციების პოლიტიკა ქვეყნის დაზიანების მიზნით და არა რომელიმე ინდივიდის დაზიანების მიზნით და გადატრიალებების არაერთი მცდელობა გარე ძალების დახმარებით. ასევე, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი თემაა მედია თავისუფლება, ბიზნესის რეკეტი და კორუფცია. არ იქნება არც ერთი თემა, რომელზეც შეფასებები არ იქნება უმძიმესი. ჩვენ ამ დასკვნის გაცნობის შედეგად, ალბათ, კითხვაც გაგვიჩნდება როგორ მოიყვანა და რა ძალით მოიყვანა ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყანა დღემდე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103