„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას და თუ ამას ვინმე დააყენებს, ბრიუსელში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასჯა, არამედ, ქართველი ერის დასჯის სურვილი და მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე, ეს სერიოზული შეშფოთების საგანი ვერ იქნება.
„ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას და თუ ამას ვინმე დააყენებს, ბრიუსელში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასჯა, არამედ, ქართველი ერის დასჯის სურვილი და მცდელობა.
დიდი იმედი მაქვს, როგორც ახლა არ დგას ეს დღის წესრიგში, ამას არავინ დღის წესრიგში არ დააყენებს, ვინაიდან არ მგონია ევროკავშირელებს არ ესმით, რომ ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო თავისთან. ამიტომ, ქართველი ერის ასე დასჯა და განაწყენება მათ ინტერესში არ არის და იმედი მაქვს, არც არასდროს იქნება.
თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე, ეს სერიოზული შეშფოთების საგანი ჩვენი მხრიდან ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ალბათ რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი თუ ფლობს ასეთ პასპორტს და არავითარი პრობლემა არ არის, თუ ეს მოხდება. მთავარია, რომ ისინი, ვინც ჩვეულებრივ პასპორტს ფლობენ, ამ პასპორტებს არ შეეხოს და ეს არც დგას დღის წესრიგში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.