1757179938
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება განიმუხტა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილზე აცხადებდნენ, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ისმოდა ერთმანეთის მიმართ შეურაცმხყოფელი სიტყვები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.