თბილისის მერიის გადატანა არსად იგეგმება, ეს არის მორიგი ტყუილი - კახა კალაძე

"ეს არის მორიგი ტყუილი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მერიის გადატანა არსად იგეგმება",  - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

,,ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. გარდა ამისა, იქ გადავა კონკრეტული სამსახურები, რომლებიც მერიაში არ არის განთავსებული.ეს არის: დაცვის სამსახური, ზედამხედველობის სამსახური და ა.შ. დედაქალაქმა აიღო ვალდებულება, 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ყველა ის სერვისი, რითიც დღეს თბილისის მოსახლეობა სარგებლობს, ისარგებლებს ასევე რეგიონებში, კონკრეტულ ქალაქებში, რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, ეს ცენტრი კეთდება და პარალელურად, ასევე, მივცემთ ადამიანებს შესაძლებლობას, ამ კონკრეტულ ადგილზე, ისნის რაიონში გადავიდეს კონკრეტული სამსახურები. თანხები არის გამოყოფილი ყველა მიმართულებით, სწორად არის გადანაწილებული და ყველაფერს გავაკეთებთ. ამ შენობაზე რა თანხა დაიხარჯება ჯერ არ ვიცით, ჯერ პროექტირება მიმდინარეობს", - განაცხადა კალაძემ.