1734810900
თავისივე აკრძალვების მიუხედავად ცდილობენ, რომ უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ. ფაქტია, მათთვის ეს სიტყვით მიუღებელია, მაგრამ საქმით - არა - დავით კაჭარავა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ჩვენ ძალიან კარგი ვქენით, რომ გავხსენით ყველა კარი და ვცდილობთ მოსახლეობას ბოლომდე სიმართლე ვუთხრათ, თუ რაშია საქმე. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და დროსთან ერთად საზოგადოება მეტ ანალიზს აკეთებს და მეტად ხვდება ყველაფერს, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.
„ევროპარლამენტში, ძალიან კარგად დავინახეთ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, თუ როგორ საუბრობდნენ იმ თემაზე, რომ არ შეიძლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რომ ეს ჩრდილს აყენებს თვითონ ევროკავშირსა და ევროპარლამენტს. თავისივე აკრძალვების მიუხედავად ისინი ცდილობენ, რომ უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ, რაც მათთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მათთვის სიტყვით მიუღებელია და საქმით კი არა“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.