თავისი პოზიცია აქვს ამერიკის ადმინისტრაციას, ევროპას, მაგრამ მთავარი თემა არის მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ უკრაინაში რუსეთის ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას აფასებენ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და პრინციპული პოზიცია ყოველთვის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა.

"რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამას თქმა არ უნდა? იქ რუსეთს ჰქონდა დამატებული, გარკვეული წინაპირობები ჰქონდა მის შეჭრას, ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი მიდის, თავისი პოზიცია აქვს ამერიკის ადმინისტრაციას, ევროპას, მაგრამ მთავარი თემა არის მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორც ერთი, ასევე მეორე რეზოლუცია მტკიცე პოზიციას გამოხატავს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.