თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა

ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

ჩიქოვანის თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცულია და მას “არც შარშან, არც წელს ხმის მიცემის კონფიდენციალობასთან პრობლემა არ მქონია“.

"მხარი დავუჭირე “ქართულ ოცნებას„, მხარი დავუჭირე ქართული ოცნების კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით “ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართული ოცნების მერობის გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც ექნებათ მყარი უმრავლესობა. არც შარშან არჩევნებზე და არც წერს. არც შარშან არჩევნებზე და არც წელს არჩევნებზე მე ხმის მიცემასთან მიმართებაში და ხმის მიცემის კონფიდენციალურობასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ უნდა დაიცვას შესაბამისი პროცედურები, რომელიც გაწერილია ცესკო-ს მიერ, რომლითაც არაერთხელ მოხდა ინფორმაციის გავრცელება", - თქვა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის,ზუგდიდის მასშტაბით 70 საარჩევნო უბანი გახსნილია, სადაც, ჯამში,  117 347 ამომრჩეველია რეგისტრირებული.