წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ზეპარტიული საკითხებია, ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა მიუღებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი. თუმცა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხალხის მიერ უნდა წყდებოდეს. ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი მშვიდობიანი ფორმით გადაწყდეს. რაც შეეხება 26 მაისს, ეს ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ზეპარტიული საკითხებია და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია. შესაბამისად, 26 მაისის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენი და ჩვენი ხალხის დღეა. მნიშვნელოვანია, თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობა. ხალხთან, მათ შორის რეგიონებში კომუნიკაცია თუ დაიწყეს ძალიან კარგია. ისინი თავის გეგმას მიჰყვებიან, მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან დეტალურად მათი გეგმების შესახებ არ ვიცი“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „იწყებენ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას და სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია“.