ტატა ხვედელიანი - ეროვნულმა ნაკრებმა უამრავი ბედნიერი წუთი გვაჩუქა, კიდევ ბევრ გამარჯვებას შეგვაძლებინებს, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთიანობა და წაგებული თამაშების შემდეგ მათთვის სტიმულის მიცემა

ტატა ხვედელიანი

ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენ და ჩვენს შვილებს უამრავი ბედნიერი წუთი გვაჩუქა, ეს გუნდი კიდევ ბევრ გამარჯვებას შეგვაძლებინებს, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთეული წაგებული თამაშების შემდეგ მათთვის სტიმულის მიცემა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკრებს სრული მხარდაჭერა სჭირდება.

„საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენ და ჩვენს შვილებს უამრავი ბედნიერი წუთი გვაჩუქა, იმედი დაგვიბრუნა და ჩვენს თავში რწმენა ისევ თავიდან გააღვიძა, ამ შემადგენლობით და დიდი შემართებით, ეს გუნდი კიდევ ბევრ გამარჯვებას შეგვაძლებინებს, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთეული წაგებული თამაშების შემდეგ მათთვის სტიმულის მიცემა. მე მჯერა მათი და ჩემი სრული მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების მთელ შემადგენლობას და მათ ვისი დაუღალავი შრომითაც საქართველომ გაიმარჯვა“, – წერს ხვედელიანი.