თანამოქალაქის უფლებებზე ზრუნვა სხვა ქვეყანაში არ მოსულა?! - გია აბაშიძე

gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ქართველი ტრანსგენდერის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ტრაგედია მოხდა ბელგიაში, დაიღუპა ჩვენი თანამემამულე. თუმცა კარგად ნაცნობ 'ნაცველზე' სიჩუმეა, არავინ არაფერს მოითხოვს. რა, თანამოქალაქის უფლებებზე ზრუნვა სხვა ქვეყანაში არ მოსულა?!

როგორც აბაშიძე წერს,  ტყუილითა და საკუთარი ქვეყნის მტრობით "ნაცები" რომ ვერაფერს მიაღწევენ, დიდი ხანია უცხადესია!

„ბელგიის პოლიციამ ორი დღის წინ ოფიციალურად დაუდასტურა მედიას ქართველი ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალება. რა მოხდა ანტვერპენში? რატომ მოკლეს ან რით გარდაიცვალა ქართული წარმოშობის ტრანსგენდერი ქალი? ეს ამ დრომდე უცნობია.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა უმცირესობების თემის მიმართ ქართული მედიის ნაწილის და განსაკუთრებით ე.წ. უფლებადამცველების ანუ 'ნაცენჯეოების' ორმაგსტანდარტიანი დამოკიდებულება. მედიის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია სენსაციაზე, ხოლო "ნაცების" მარიონეტი NGO-ები "თემის აგორებას" პოლიტიკური მიზნებით იყენებენ. ხელისუფლება ხომ უნდა გააკრიტიკონ და ატეხონ უსაფუძვლო, ყალბი ვაი-ვიში?

თბილისში ან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, გაურკვეველ ვითარებაში ტრანსგენდერი რომ დაღუპულიყო, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისტერია მოხდებოდა ნაცფლანგზე. იქნებოდა სხვადასხვა კატეგორიული მოთხოვნები - გადადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, "სისტემა უნდა დაინგრეს", ვადამდელი არჩევნები და ა.შ.

ტრაგედია მოხდა ბელგიაში, დაიღუპა ჩვენი თანამემამულე. თუმცა კარგად ნაცნობ 'ნაცველზე' სიჩუმეა, არავინ არაფერს მოითხოვს. რა, თანამოქალაქის უფლებებზე ზრუნვა სხვა ქვეყანაში არ მოსულა?!

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რადიკალთა და მათი მომსახურე მედიისა და მესამე სექტორის ორიენტირი უფლებადამცველობა კი არ არის, არამედ ნებისმიერი თემის სპეკულირებით საქართველოზე ხელისუფლებაზე თავდასხმა და როგორმე მისი გადადგომის მიღწევა.

ტყუილითა და საკუთარი ქვეყნის მტრობით "ნაცები" რომ ვერაფერს მიაღწევენ, დიდი ხანია უცხადესია!“- წერს გია აბაშიძე.