„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას, ვიზიტს გამოეხმაურა.
მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.
„საქართველოს ეკონომიკამ საგარეო შოკებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ მდგრადობა აჩვენა და შექმნა ადეკვატური ბუფერები სამომავლო შოკების გამკლავებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, შესაბამისად საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას. საქართველოს ომის წინააღმდეგ უომარ ბრძოლას რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მოჰყვა და ეს ყველა მიმართულებით ხელშესახებ შედეგს იწვევს. ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა, ამ ყოველივეს კი სჭირდება მშვიდობა. სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთადერთი სწორი არჩევანი და გზა ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“,-განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.