1740372372
თამთა მეგრელიშვილი: მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს - პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის

,,დეკანოიძე ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა” - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი ხარია დეკანოიძის განცხადებას.
ასევე, მეგრელიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულდ გავრცელებისთვის.
,,ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელის (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძის მოღალატეობრივი განცხადება!
ის ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა.
მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის!” -წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.