პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
9 აპრილს დაგეგმილ, რუსულ პოლიტიკურ შოუს, ზედმეტად დასავლურების იმიჯით ხოშტარიასთან ერთად უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უერთდება. კი, ის იანუკოვიჩის ძმადნაფიცი გონჩარენკო რომელსაც ყველაზე "კარგად" ეროვნულ ფასეულობებზე საუბარი გამოსდის - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი 9 აპრილს, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას.
„რუსულ " კგბ"-ს სამჭედლოში განათლება მიღებული ელენე ხოშტარია რუსულად დაგეგმილ და ქართულად დაწერილ პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმატებით მიყვება.
9 აპრილს დაგეგმილ რუსულ პოლიტიკურ შოუს, ზედმეტად დასავლურების იმიჯით ხოშტარიასთან ერთად უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უერთდება.
კი, ის იანუკოვიჩის ძმადნაფიცი გონჩარენკო რომელსაც ყველაზე "კარგად" ეროვნულ ფასეულობებზე საუბარი გამოსდის.
შორს რომ არ წავიდეთ ჯერ მარტო მისი მოწოდება- რუსული ენა ყოფილიყო უკრაინაში სახელმწიფო ენა რად ღირს.
ხოშტარიაც, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით უგზო - უკვლოდ განათლებულიც საჭირო სცენარზე გვარამიასთან ერთად მუშაობს.
რა უნდა თქვან, რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის თან ქართული?! კუდები უჩანთ, საკუთარ თავს ვერსად მალავენ, რუსული სუნი ასდით და რუსეთს "ევროპელად" ეტენებიან.
9 აპრილის შეურაცხყოფაა ამათი რუსული განწყობითა და ევროპული მოწოდებებით რუსთაველზე საქართველოსთვის დგომა. ყველამ ყველაფერი ვიცით და თქვენი საცირკო პოლიტიკური გამოსვლები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გასართობი ოინებია.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.