თამთა დევდარიანი: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კლიმატისადმი მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით

თამთა დევდარიანი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით, ოფიციალურად იწყებს კლიმატის ცვლილების პირველი ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების პროცესს, პროექტის - „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დირექტორმა თამთა დევდარიანმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, პროექტის მიზანია საქართველოს ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით: ეროვნული და სექტორული დონეების კოორდინაციის გაუმჯობესება; კლიმატის რისკებისა და მოწყვლადობის სისტემური შეფასება; ადაპტაციის პოლიტიკისა და გეგმების ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკაში; კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება; ადაპტაციის დაფინანსების სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება.

"დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ მომავლის გამოწვევას და იგი ყოველდღიურად ახდენს გავლენას ჩვენი საზოგადოების, ეკონომიკისა და გარემოს მდგრადობაზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს მზაობა და ერთიანი, გრძელვადიანი ხედვა. სწორედ ამიტომ, ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, არამედ ქვეყნის უსაფრთხო და მდგრად განვითარებასაც უკავშირდება,"- განაცხადა თამთას დევდარიანმა.

მისივე თქმით, ეროვნული ადაპტაციის გეგმის წარმატებით შემუშავება და განხორციელება მხოლოდ ფართო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, გამოცდილების გაზიარებითა და ერთობლივი პასუხისმგებლობით იქნება შესაძლებელი. თითოეული უწყებისა და პარტნიორის ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს იმისათვის, რომ შევქმნათ რეალისტური, ეფექტიანი და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ეროვნული დოკუმენტი.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) - პროექტის გახსნითი ღონისძიებასთან ერთად, პროექტ "განათლება მწვანე მომავლისთვის" ფარგლებში საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოება და დედაენის ბაღში გასართობ/შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.