მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან - არის მსხვერპლი
1791454369
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და მასში ელიზბარაშვილი "ტვ იმედის" თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს. ამ დრომდე კი ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა და კატეგორიულად აცხადებდა, რომ არ აღიარებდა იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. თუმცა ამჯერად ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს.
იგივეს იმეორებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს არ გამორიცხავს, ლექსო სვიმონიშვილი აქვე დასძენს, რომ ელიზბარაშვილს შეთანხმების მისაღწევად, მას ბრალის აღიარება მოუწევს.
"საპროცესო შეთანხმება, რა თქმა უნდა, აღიარების გარეშე არ გაფორმდება. თუ გადაწყვეტს თამაზ ელიზბარაშვილი, რომ გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, მას მოუწევს ბრალის აღიარება. როდესაც მან "ფეისბუქით" მიმართა ამ ადამიანებს, ამ ფაქტსაც აღიარებს თამაზ ელიზბარაშვილი, ვინაიდან, მან ეს განცხადება გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გამორიცხავს კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს", - აცხადებს ლექსო სვიმონიშვილი.