„უბედურების ზარმა ჩამოჰკრა... ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო...“ - ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
1753473379
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ რადიო გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სააგენტოს მიერ გაცემული თანხების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგზე ისაუბრა.
როგორც ზოდელავამ აღნიშნა, სააგენტომ შეიმუშავა გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი, რომელიც ხელმისაწვდომი არის ყველა დაინტერესებული პირისათვის და რომლის საფუძველზეც სააგენტო გააკონტროლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ როგორც გრანტის განხორციელებას, ასევე ხარჯვით ნაწილს.
მისივე თქმით, ეს ინფორმაციაც ასევე სრულად იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
„პირველ რიგში, ჩვენ ამისათვის შევიმუშავეთ გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი, რომელიც დამტკიცდა 18 ივლისს და ხელმისაწვდომი არის ყველა დაინტერესებული პირისათვის, ისევე როგორც ყველა სხვა დოკუმენტი. აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას, სად შეუძლიათ აღნიშნული დოკუმენტების ნახვა: ეს გახლავთ სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქგვერდი – „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. მონიტორინგი და კონტროლი არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გრანტის განხორციელებას გავაკონტროლებთ როგორც შედეგების კუთხით, ასევე ხარჯვით ნაწილს. ანუ, ერთი არის შინაარსი, როგორ განხორციელდა იდეა და რა შედეგი მოიტანა თითოეული მოქალაქისთვის, რა ცვლილებები გამოიწვია ამან და მეორე არის დახარჯული თანხა, რომელზეც სრულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს არის გამჭვირვალე პროცესი, რომელზეც ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა და აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება ეს თანხები“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.