მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
გრანტის მართვის სააგენტო ყოველწლიურად შესთავაზებს კონკურსებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, განვითარდნენ როგორც ორგანიზაცია და წვლილი შეიტანონ სახელმწიფოს განვითარებაში, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავამ „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი საგრანტო კონკურსის მომართვიანობა და სტატისტიკა საკმაოდ მაღალია.
„პირველი საგრანტო კონკურსისთვის მოლოდინი გამართლდა, მომართვიანობა და სტატისტიკა მეტყველებს ამაზე. თუ რამდენად ხარისხიანი საგრანტო განაცხადები შემოდიოდა, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას, რათა კონკურსის საპროექტო დოკუმენტაცია უფრო ხარისხიანად იყოს შემუშავებული. ეს საფუძველია იმისა, რომ საბჭომ სრულყოფილად შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება კრიტერიუმებზე დაყრდნობით,“- განაცხადა თამარ ზოდელავამ.
გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, პროცესის ანალიზის შედეგად, შესაძლოა, გარკვეულწილად გადაიხედოს როგორც პრიორიტეტები, ისე კრიტერიუმების ნაწილი, რათა სახელმწიფო გრანტი რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ მიიღოს.
„წელს, ჩვენ თანაბარი შესაძლებლობა მივეცით როგორც არსებულ, ისე ახლად შექმნილ ორგანიზაციებს. სამომავლოდ, გავაკეთებთ პროცესის ანალიზს და შესაძლოა, როგორც პრიორიტეტების, ისე კრიტერიუმების კუთხით, რასაც განვსაზღვრავთ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, რათა სახელმწიფო გრანტი რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ მიიღოს,“- განაცხადა თამარ ზოდელავამ.