პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.
ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი აირჩია ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარედ.
თამარ ტალიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ევროსაბჭოში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და ასევე რუსეთის ფედერაციისათვის ევროსაბჭოს წევრობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
თამარ ტალიაშვილი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი, მისი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები გამოქვეყნებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.