1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბელგიურ მხარეს, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსებაში შეტანილი წვლილისთვის.
თამარ ტალიაშვილმა ბელგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს დაგეგმილი ისტორიულ სამიტი, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიული ომი და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე შეთანხმდენენ.