თამარ ტალიაშვილი, ევროპის საბჭოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ ვალეკს შეხვდა

შეხვედრა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ევროპის საბჭოს რეიკიავიკში დაგეგმილ ისტორიულ სამიტს დაეთმო.

თამარ ტალიაშვილმა ჩეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მან მადლობა გადაუხადა პეტრ ვალეკს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თამარ ტალიაშვილმა ჩეხეთის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის თაობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიული ომი.

შეხვედრის დასასრულს, ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.