„დაგჭირდებათ შავი ან წითელი წიწაკა...“ - როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ
1749230253
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, „ჩაატარონ ერთობლივი კამპანია თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობაზე და კამპანია დაეთმოს მოქალაქეების დარწმუნებას რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში“.
„ოპოზიციურო პარტიებო, არათუ პარტიასთან, არამედ გიგასთანაც არ შემითანხმებია (მგონია, რომ მოეწონებათ აზრი) და უბრალოდ გთავაზობთ:
ჩვენ ჩავატაროთ ერთად თვითმმართველობის არჩევნების კამპანია.
ოღონდ ეს კამპანია იყოს თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობაზე და დაეთმოს ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნებას რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში.
სხვა კამპანია ჩავატაროთ – ეროვნულ პროექტებზე ვისაუბროთ, რაც რეჟიმის ცვლილებას მოყვება.
მე რკინის ჩლიქებს გავიკეთებ და მატორიანი თხასავით ვივლი – თუ ეს მოხერხდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.