თამარ ჩერგოლეიშვილი: მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა

“ტაბულას„ რედაქტორი

„ტაბულას„ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ვიდეოს  აზიარებს, სადაც ის დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრობს.

„პატივს არ გვცემო.
ერთი მიზეზი მითხარით ან ამას, ან აქ დასახელებულ პიროვნებას, ან ვინც ამ
ხალხს საიმედოდ თვლის, პატივი რატომ უნდა ვცე?
მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა (მისი ნებაა და რაც უნდა ის ქნას, ეგ მე არ მეკითხება).
უნრალოდ პირობას უყენებდა მელიას, ბოკერია მოტეხე თავისი პროექტიდან თორემ ფულს არ მოგცემო.
ასეთები არიან და პატივი გვეციო  
პატივს კი არ გცემთ - სამარცხვინოებად გთვლით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.