„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩერგოლეიშვილი თარგამაძეს ფარისეველს უწოდებს. "“მანიპულირებული მედია რესურსები” -ო! მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე, ახლა მერაბ მეტრეველთან მაქვს ეთერი და არ მცალია," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, გიორგი თარგამაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უნგრეთში "თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტინქტმა დაჯაბნა შიში, ფინანსური და მანიპულირებული მედია რესურსები."