ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი, მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
"თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება ამ უწყების შემდგომი განვითარება. კითხვა-პასუხის რეჟიმი იქნება დახურული, როგორც წესი, რადგან კითხვები შეიძლება იყოს ისეთ თემებზე, რომლის საჯარო განხილვაც დაუშვებელია კანონის შესაბამისად, და ამის შემდეგ იქნება კენჭისყრა, რომ პლენარულ სხდომას წარედგინოს თუ არ წარედგინოს," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
სუს-ის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა მედიას ორი დღის წინ წარუდგინა. უწყების ყოფილი უფროსი გეკა გელაძე კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.