1753301989
სულხან თამაზაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინა

სულხან თამაზაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინა
პარტია ,,ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე დათა კობალაძე წარადგინა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების და ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
დათა კობალაძეს განათლება მიღებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ასევე, გააჩნია ახალგაზრდულ ცენტრებში მუშაობის გამოცდილება.
აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ სირაბიძეს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო დათა კობალაძეს წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.