სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურული პოტენციალის გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, რაც კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა და კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონის კულტურული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას და აჭარის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე.