Apple-ის სახელის ისტორია, რომელიც სტივ ჯობსის დიეტამ განსაზღვრა

Apple მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს

ბევრს გასჩენია კითხვა, თუ რატომ ჰქვია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიას „Apple“. როგორც SlashGear წერს ის პირდაპირ სტივ ჯობსის პირადი ჩვევებიდან გაჩნდა.

1970-იან წლებში ჯობსი ხილზე დაფუძნებულ დიეტებს ცდიდა და ერთ-ერთი ასეთი პერიოდის შემდეგ, ვაშლის ფერმიდან სახლში დაბრუნებულმა, კომპანია „Apple Computer“ შექმნა. მისი თქმით, სიტყვა Apple „მეგობრული, ცოცხალი და არა დამაშინებელი“ ჟღერადობის იყო - იდეალური ბრენდი სტარტაპისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა კომპიუტერების ხელმისაწვდომობას ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

სტივ ჯობსს თავდაპირველად ეჭვი ჰქონდა: უკვე არსებობდა The Beatles-ის ლეიბლი Apple Corps, რაც იურიდიულ პრობლემებს იწვევდა - და მართლაც, მოგვიანებით Apple-ს კომპენსაციის გადახდა მოუწია.

არსებობს კიდევ ერთი პრაქტიკული მიზეზიც: Apple ალფავიტურად წინ იდგა Atari-ზე - იმ დროის მთავარ კონკურენტზე.

რატომ დამკვიდრდა ეს სახელი?

მეგობრული ჟღერადობა, სიმარტივე, ბრენდის ფილოსოფიის შესაბამისობა და ცოტაოდენი პრაგმატულობა შეთანხმდა ერთ სახელში, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ძლიერ ბრენდადაა ქცეული.