სულ ცოტა დრო რჩება 26 ოქტომბრამდე. ყველანი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი - ღირსებით ევროპისკენ - დათუნა სირბილაძე

დათუნა სირბილაძე

ბორჯომში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.

„სულ ცოტა დრო რჩება 26 ოქტომბრამდე. ყველანი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი მშვიდობისკენ, გავაკეთოთ არჩევანი სტაბილურობისკენ და რაც მთავარია, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რაც ყველას გვინდა და ყველას გვაერთიანებს“, - განაცხადა მომღერალმა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მმართველი პარტიის გზავნილებს გარშემო, მუსიკოსები და საზოგადოება დღეს თელავში, ბორჯომსა და ჩხოროწყუში გაერთიანდნენ.