გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
სწორია პრინციპი „ნაცები“ „ნაცებში“, თუმცა ანა წითლიძის ემოციებიც მესმის. ხატია დეკანოიძეს ადგილას რომ ვიყო, ასეთი პასუხის შემდეგ „ნაცებში“ ვეღარ დავბრუნდებოდი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას.
„კაკო ბობოხიძე, გიორგი ვაშაძე დაბრუნდნენ, რომლებიც ხან მიშას ლანძღავდნენ, ხან -„ნაცებს“. ასევე, თავის დროზე ხაბეიშვილი კეზერაშვილს ლანძღავდა, მაგრამ ამან ხომ არ შეუშალა გაერთიანებას ხელი? ამიტომ, სხვებთან შედარებით, არც ხატია დეკანოიძეს ჩაუდენია ისეთი რამ, რაც ვერ დააბრუნებდა. ზოგადად, სწორია პრინციპი „ნაცები“ „ნაცებში“, ამ ნაწილში მხარს ვუჭერ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა არ მინდა, არ დავაფასო ანა წითლიძეს გულწრფელობა, მისი ემოციებიც მესმის. ხატია დეკანოიძეს ადგილას რომ ვიყო, ასეთი პასუხის შემდეგ „ნაცებში“ ვეღარ დავბრუნდებოდი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა გარჩევები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ იქით არავის აღელვებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ფეისბუქსზე“ დაწერა: „საპარლამენტო სიის ხათრით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი“.