25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1734351750
ერთადერთი სწორი, პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყო ის, რაც ჩვენ გადავდგით. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მიიღოს ისეთი ზომები, როგორც ჩვენს მიმართ არის ყოვლად უსინდისო განცხადებაში ნათქვამი ლიეტუვისა და ესტონეთის წარმომადგენლებისაგან, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საჭიროა საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ხისტიც, თუმცა ამ შემთხვევაში ერთადერთი და სწორი ნაბიჯია, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოხდეს განცხადებაზე.
„საკმაოდ არასამართლიანი, უსინდისო დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების და იმ საზოგადოების მიმართ, რომელმაც თავისი უმრავლესობით აირჩია საქართველოს ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც სტაბილურობა შეინარჩუნა ამ ურთულეს სიტუაციაში. რა საკვირველია, არსებული ვითარება გვავალებს, კიდევ მეტი ყურადღებით ვიყოთ, როდესაც საჭიროა, ვიყოთ მკაცრებიც, ხისტებიც, მით უმეტეს, თუ შენს მიმართ ხორციელდება ასეთი უსამართლო ნაბიჯები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ვინაიდან, დიდი ხანია, საქართველო, მისი მოსახლეობა აცნობიერებს, რას წარმოადგენს ლიეტუველი ხალხი, ესტონელი ხალხი და ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხანია, უკვე პოზიტიური ნიშნებით არის დახასიათებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შორს ვიყურებით, წინ ვიყურებით და რა საკვირველია, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება, მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის, მაგალითად ისევე, როგორც უკრაინასთან მიმართებით, ჩვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით და ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.