„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში „ქრონიკასთან“ იმ ევროპარლამენტარების გამოსვლებს აფასებს, რომლებმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ონდრუშის შეფასებით, მათი პოზიცია საშინელებაა და ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.
„სრულიად საშინელებაა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინც აქ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, არასდროს ყოფილა საქართველოში. მათ აბსოლუტურად არ აქვთ პირდაპირი კავშირი საქართველოსთან და იქ მცხოვრებ ხალხთან. ჩემი აზრით, ესაა მთავარი პრობლემა. ვინც გამოდიოდა სიტყვით, მათ ვკითხე, თუ რამდენი დრო გაუტარებიათ საქართველოში და უმრავლესობა არასდროს ყოფილა თბილისში, ზოგმა ერთი ან ორი დღე გაატარა, უმრავლესობას მიღებული აქვს ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლებისგან.
ჩემთვის მიუღებელია, შეაფასო ქვეყანა, რომლის შესახებაც არაფერი იცი და არასდროს გითანამშრომლია ჩვენ, ვისაც გვითანამშრომლია ინსტიტუტებთან, გვესმის ძალიან კარგად, რა ხდება. ჩემთვის მათი პოზიცია, ვინც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს სანქციების დაწესებისკენ, მხარს უჭერს დღევანდელი კომისიის პოზიციას, ისინი წარმოადგენენ ორმაგ სტანდარტს.
ჩემთვის მიუღებელია, მოსთხოვო საქართველოს, შეუერთდეს ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს და არ შესთავაზო არაფერი ისეთი, რაც ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას დააბალანსებს. რაც შეეხება საქართველოზე სანქციების დაწესებას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასდროს მოხდება. ეს იქნება ევროკავშირის საბოლოო მარცხი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში სანქციების თაობაზე გაკეთებული განცხადებები ცარიელი სიტყვებია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.