სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა - დემონსტრაციის დაშლის პროცესში რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა

ამ წუთებში, სამართალდამცველები მელიქიშვილის გამზირზე არიან მობილიზებულები. ტერიტორია დემონსტრანტებისგან სრულად დაიცალა. სპეცტექნიკა ტერიტორიას ტოვებს.

დაშლამდე, დაახლოებით 15 წუთით ადრე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს დაეტოვებინათ ტერიტორია, გაფრთხილების შემდეგ კი სამართალდამცველები რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.

დემონსტრანტები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ, მათ შორის, ზოგმა მათგანმა მეტროს შეაფარა თავი.

აქციის დაშლის პროცესში დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, თუმცა დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.