სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან, აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

specialuri sagamodziebo

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან, აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საუბარია 333-ე მუხლის მესამე ნაწილზე.

უწყება აცხადებს, რომ აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, გამოძიების საფუძველი კი გახდა 28-29 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებები და მედიით გაშუქებული ვიდეოკადრები.