„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1756672703
ყოველი არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის, მავნებელი ოპოზიციის მფარველები ცდილობენ, რომ მათ რაღაც დამხმარედ გადმოუგდონ, თუმცა ახლა ის არჩევნებია, სადაც მათ ვერანაირი დახმარება ოდნავადაც კი ვერ გაუუმჯობესებს მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რადიკალები ყველაფერს აკეთებენ ბრიუსელში მისთვის, რომ როგორმე ქართველ ხალხს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია და არ გვქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება.
„ყოველი არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის, მავნებელი ოპოზიციის მფარველები ცდილობენ, რომ მათ რაღაც დამხმარედ გადმოუგდონ, თუმცა ახლა ის არჩევნებია, სადაც მათ ვერანაირი დახმარება ოდნავადაც კი ვერ გაუუმჯობესებს მდგომარეობას, ვერ უშველის, მითუმეტეს, შველაზე არც არის ლაპარაკი. ეს არის ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის თემა. რა მოხდება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძნელი სათქმელია წინასწარ. სურვილი და იმედი მაქვს, რომ არაფერიც არ მოხდება, თუმცა არც გამოვრიცხავ, მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამეა - ქართული მოღალატე „ენჯეოები“ და მოღალატე პარტიები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ მოქმედებენ მუდმივად. ყველაფერს აკეთებენ ბრიუსელში იმისთვის, რომ როგორმე ქართველ ხალხს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია და არ გვქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება.
პარალელურად, ისინი ცდილობენ ეს აჰკიდონ ხელისუფლებას. ერთხელ როდესაც ვთქვი, ისე მიდის ვითარება არ გამოვრიცხავ დროებითი შეჩერება მოხდეს, ამას მოჰყვა წარმოუდგენელი ქარიშხალი, რომ ე.ი. წინასწარ გვაჩვევენო ამ აზრს. ე.ი. ერთის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, მთლიანად რომ ვერ გააუქმებენ გასაგებია, მაგრამ, ვთქვათ 9 თვიანი შეჩერების მექანიზმი იქნებ როგორმე აამოქმედონ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და მეორეს მხრივ, როდესაც იტყვი, რომ ისეთი ძალები მოქმედებენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ორი სახელმწიფო იქით, ორი სახელმწიფო აქეთ, ასე წყდება ეს ყველაფერი და შეიძლება 9 თვიანი შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ, აქეთ გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენი სურვილია ეს, გავწყვიტოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.