პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ სხდომაზე, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში და გუნდში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს.
მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი," - განაცხადა მდინარაძემ.